კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი

Working hours:

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში ონკო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომელიც უახლესი თაობის აპარატურით და ზოგად გინეკოლოგიური ინვაზიური ოპერაციებისთვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით აღჭურვილია.

ცენტრში არსებული ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დროულად და კომპლექსურად, ერთ სივრცეში მოხერხდეს პაციენტის გამოკვლევა და მისთვის შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

განყოფილების უმთავრეს პრივილეგიას მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი წარმოადგენს, რომლის მიერ ნებისმიერი მასშტაბის ონკო-გინეკოლოგიური ოპერაცია ტარდება.

ოპერაციული მკურნალობა ეხება საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანის, საკვერცხის კიბოს ოპერაციებს, აგრეთვე ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი, კომბინირებული ოპერაციები (მეზობელ ორგანოებზე სისმსივნური პროცესის გავრცელების დროს) და სხვა.

Doctors of the clinic

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. 85, Javakhishvili str, Kutaisi

მიმართულების ნახვა