კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი

Working hours:

ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში დიალიზის სერვისი როგორც თირკმლის მწვავე, ასევე  ქრონიკული უკმარისობის მქონე მოზრდილთათვის ფუნქციონირებს. 

ჰოსპიტალში დიალიზის განყოფილება უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილია, რაც კვალიფიციურ პერსონალთან ერთად დამატებით სარგებელს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტებს ადგილზე უტარდებათ დროებითი კათეტერის, კვინტონის კათეტერის, ფისტულებისა და პროტეზების ჩადგმა. ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიულ/ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს სრულიად უფასოდ და შეუზღუდავად იღებენ. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებთან მობილური ოსმოსის გამოყენება დიალიზის სერვისის მიწოდებას რეანიმაციაშივე შესაძლებელს ხდის.

ცენტრის უპირატესობების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს:

  • ერთ სივრცეში გაერთიანებული სერვისების სრულ სპექტრს
  • მაღალხარისხიან მომსახურებას
  • პაციენტის კომფორტზე ორიენტირებას
  • ხარისხის მუდმივ კონტროლზე მუშაობას

 

ჰოსპიტალი დიალიზის პროცესში გამოყენებული წყლის კონტროლს მუდმივად ახორციელებს და ასევე  პერიოდულად წყლის ნიმუშებს გერმანიაში გზავნის, რაც სერვისის მაღალ ხარისხსა და პაციენტის უსაფთხოებას განსაზღვრავს.

Doctors of the clinic

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. 85, Javakhishvili str, Kutaisi

მიმართულების ნახვა