რამაზ ჩარექიშვილი

რეპროდუქტოლოგი, ქირურგიული გინეკოლოგიის სამსახურის უფროსი

Caraps Specialty Referral Hospital. 48, Lubliana str., Tbilisi



რამაზ ჩარექიშვილი 2015 წლიდან მუშაობს კლინიკა „კარაპს მედლაინში" და ამავე დროს ის არის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ქირურგიული გინეკოლოგიის სამსახურის უფროსი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, დიპლომისშემდგომი განათლება კი მიიღო გინეკოლოგიაში. ის იყო ვეინბერგის სასწავლო ენდოსკოპიური ქირურგიის ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელი. რამაზ ჩარექიშვილი არის „უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის" დამფუძნებელი და დირექტორი. ასევე, 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.