ოლეგ სინაურიძე

მეან-გინეკოლოგი

West Georgia Medical Center. Kutaisi, 83a, Javakhishvili str.



ოლეგ სინაურიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და კლინიკური ორდინატურა ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად. 1989 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისის N1 სამშობიარო სახლში მთავარი ექიმის მოადგილედ, მთავარ ექიმად და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ასევე იკავებდა სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების უფროსის პოზიციას ქუთაისის რეგიონალურ დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში, ასევე გახლდათ კლინიკაბომონდშისამეანო სამსახურის უფროსი. 2017 წლიდან მოღვაწეობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში და იკავებს დირექტორის მოადგილის პოზიციას დედათა და ბავშვთა მიმართულებით. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში, კლინიკური საქმიანობის პარალელურად ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.