მაკა ლევიძე

ბავშვთა კრიტიკული მედიცინის (PICU) სამსახურის უფროსი

West Georgia Medical Center. Kutaisi, 83a, Javakhishvili str.



მაკა ლევიძე: 2013 წლიდან დღემე ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ბავშვთა კრიტიკული მდომარეობების (PICU) სამსახურის მიმართულების ხელმძღვანელია.

 

2012 – 2013 წლებში მუშაობდა ამავე ცენტრის პედიატრიული მიმღები განყოფილების მორიგე ექიმად.

 

ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მოღვაწეობამდე ქალბატონი მაკა ლევიძე იყო ქ. ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ,,წმ. დავით აღმაშენებლის ქსენონი“-ის პედიატრიული სამსახურის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე. მისი სამედიცინო და სამეცნიერო ინტერესების სფეროა პედიატრიული გადაუდებელი და ბვშვთა კრიტიკული მედიცინა. ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატებს პედიატრიასა და ბვშვთა კრიტიკულ მედიცინაში.

 

ქალბატონ მაკა ლევიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. ასევე ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუსის ასპირანტურა. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენინგები. არის PFCCS სერტიფიცირებული ტრენერი, საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის ასოციაციის წევრი.