მაია ბუსიშვილი

ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსი

Iashvili Paediatric Tertiary Referral Hospital. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



მაია ბუსიშვილი არის მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკო-ბიოქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

1990 წელს დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოქიმიკოსის სპეციალობით. 1991-1994 წლებში მუშაობდა  თერაპიის ს/კ ინსტიტუტში უფროს ლაბორანტის თანამდებობაზე, 1994-2012 წლებში ,,გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში"(ახლანდელი ჩაფიძის გულის ცენტრი) ექიმ-ლაბორანტად. 2012 წლიდან დღემდე მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკო-ბიოქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელია.

მაია ბუსიშვილი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში ,,ლაბორატორიული  მედიცინა“.