ლელა ბიბილეიშვილი

მეან-გინეკოლოგი

The Batumi Paediatric Regional Referral Hospital. 64, airport highway, Batumi



ლელა ბიბილეიშვილმა დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, სწავლობდა სანკტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში მეან-გინეკოლოგიის სპეციალობით. მას გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული კურსები. მათ შორის, სანკტ-პეტერბურგის ი. მეჩნიკოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში - ლაზერული ტექნოლოგია კონსერვატიულ და ოპერაციულ ქირურგიაში; კ. ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის ინსტიტუტში - კოლპოსკოპია და კრიოდესტრუქცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა "კოლპოსკოპია", კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - ინდივიდუალური დახელოვნება გინეკოლოგიურ განყოფილებაში. ლელა უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტის" დოქტორანტია.