ლალი ქაშიაშვილი

გადაუდებელი მედიცინის (PER) სამსახურის უფროსი

Iashvili Paediatric Tertiary Referral Hospital. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



ლალი ქაშიაშვილი მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობს 1982 წლიდან.  2012 წლიდან ის გადაუდებელი დახმარების სამსახურის უფროსია, ხოლო 2014 წლიდან გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის – გადაუდებელი დახმარების მიმართულების ხელმძღვანელია.

მას აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობებში ”პედიატრია”  და ”გადაუდებელი მედიცინა”.

ლალი ქაშიაშვილი სამედიცინო კორპორაციის ”ევექსის”რეზიდენტურის ტრენერია გადაუდებელ მედიცინაში, ის ასევე ევროპის რესპირაციული ასოციაციის წევრია.

გავლილი აქვს ტრენინგები გადაუდებელ მედიცინაში ემორის უნივერსიტეტის ტრენერებთან, ასევე  გრეიდის სამედიცინო ცენტრში.  საერთაშორისო ტრენერთა კურსი “Medical Education for Radiation Emergencies Preparedness”, ამერიკის გულის ასოციაციის კურსი,  “Pediatric Advanced Life Support”,  “Recognition and Management of Pediatric Critical Illness”. 

2018 წელს გაიარა ტრენინგი შემდეგ პროგრამებში: BLS, ECG, ACLS.

ლალი ქაშიშვილი არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პედაგოგი.