კახაბერ ქაშიბაძე

ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი

Batumi Referral Hospital. 125, Bagrationi str. Batumi



კახაბერ ქაშიბაძემ დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო საქმის სპეციალობით, ხოლო კლინიკური ორდინატურა გაიარა სეფსისის ეროვნულ ცენტრსა და ბოხუას სახელობის სისხლძართვთა ქირურგიის ცენტრში. 2015 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ არჩეულ იქნა კლინიკური თერაპიის დეპარტამენტის პროფესორად. მას ასევე გავლილი აქვს სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებით შემდეგ საავადმყოფოებში: ბელორუსიის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის ცენტრი, იზმირის კენტის საავადმყოფოს ღვიძლის დაავადებებისა და ტრანსპლანტაციის განყოფილება, ინდოეთის ქსოვილთა  და ორგანოთა ტრანსპლანტაციის ინსტიტუტის მედანტას საავადმყოფოს ბაზა. კახაბერ ქაშიბაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოში პირველი ღვიძლის ცოცხალი დონორული წარმატებული ტრანსპლანტაცია. იგი გახლავთ 40 სამამულო და 15 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.