ივანე ჩხაიძე

სამედიცინო დირექტორი, პედიატრი

Iashvili Paediatric Tertiary Referral Hospital. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



ივანე ჩხაიძე არის მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. ის ასევე ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის #4 დეპარტამენტს, არის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ივანე ჩხაიძე ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს სპეციალობაში “პედიატრია” და „ბავშვთა პულმონოლოგია“. ის არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი პედიატრიაში, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის (NITAG) ხელმძღვანელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი.

ივანე ჩხაიძე არის საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) და ამერიკის თორაკალური საზოგადოების (ATS) წევრი, „საქართველოს რესპირაციული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი, პოლონური (Pneumologia i Alergologia Polska) და სერბული (Preventivna Pedijatrija) სამედიცინო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, Jornal de Pediatria (ბრაზილია) რეცენზეტი, პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EBAP) ექსპერტი, ევროპული პროექტის „The Susy Safe project“ წევრი, რესპირაციულ მედიცინაში ევროპელ სპეციალისტთა განათლების ევროპის რესპირაციული საზოგადოების პროექტის (HERMES) ეროვნული ექსპერტი. 

ის არის 6ეროვნული გაიდლაინის ავტორი, მის მიერ გამოქვეყნებულია 235სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25შეყვანილია აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში (PubMed).

2015 წელს მას მიენიჭა ეროვნული პრემია მედიცინაში.