ირაკლი რობაქიძე

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი

West Georgia Medical Center. Kutaisi, 83a, Javakhishvili str.



ირაკლი რობაქიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მუშაობდა ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში. დღემდე მუშაობს აკ. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგად.


ირაკლი რობაქიძეს აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ასრულებს მწვავე ტრავმის ყველა სახის ოპერაციულ ჩარევას საყრდენმამოძრავებელი სისტემის დაზიანებებზე; მას კლინიკაში მუშაობის განმავლობაში შესრულებული აქვს 1 200-ზე მეტი ოპერაცია.