ირაკლი გოგინავა

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი

Kutaisi Emergency Referral Hospital. Kutaiisi, 2, Ockheli str.



ირაკლი გოგინავა

ირაკლი გოგინავამ დაასრულათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯი, სამკურნალო ფაკულტეტი, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა. მან დიპლომისშემდგომი განათლებისა და დახელოვნების კურსები გაიარა ხარკოვის განათლების აკადემიაში, ხარკოვის რეგიონალურ კლინიკურ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში, ოდესის საერთაშორისო სამედიცინო აკადემიაში, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პროფ. სიტენკოს სახელობის სახსრებისა და ხერხემლის პათოლოგიათა ინსტიტუტსა და კიევის ნაციონალური დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიაში.


ირაკლი გოგინავას პროფესიონალური გამოცდილება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ისე სხვადასხვა საერთაშორისო კლინიკაში. 2013 წლიდან მოღვაწეობს „ევექსის“ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში და ასრულებს სხვადასხვა სირთულის ოპერაციას.


ირაკლი არის 7 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 10 პუბლიკაციისა და 1 სამეცნიერო შრომის თანაავტორი, ფლობს საპატენტო უფლებას სხვადასხვა გამოგონებაზე.