ელენე კობიაშვილი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი

Batumi Referral Hospital. 125, Bagrationi str. Batumi



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა სტაჟირება ჯერ ბერლინსა და მოსკოვში, შემდეგ კი კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში. მუშაობდა საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში აკად. ლევან ჩარკვიანის ხელმძღვანელობით, ასევე კლინიკა "გრანდში", "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებსა" და "მედიქლაბჯორჯიაში". გახლავთ 48 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ავტორი. ელენე არის კიბოს საერთაშორისო ასოციაციისა და ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების წევრი, აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები ონკოლოგიასა და მეანობა-გინეკოლოგიაში.