დავით ცეცხლაძე

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი, პროფესორი

Batumi Referral Hospital. 125, Bagrationi str. Batumi



დავით ცეცხლაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტურა სპეციალობით − სამედიცინო რადიოლოგია და რენტგენოლოგია. ის ფლობს სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატს რადიოლოგიაში და სუბსპეციალობაში − კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა.  დავითი მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს რადიოლოგიისა და ფუნქციონალური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელად, ამჟამად კი რადიოლოგიის სამსახურის გარდა, სარეზიდენტო პროგრამა „რადიოლოგიას“ ხელმძღვანელობს; გახლავთ რენტგენოდიაგნოსტიკის მოდულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი და ასევე საქართველოსა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი.