ასმათ შენგელია

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი

Iashvili Paediatric Tertiary Referral Hospital. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



ასმათ შენგელაია არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ პროფესორი.

ა. შენგელაიამ 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა თსსუ პედიატრიის ფაკულტეტი. 1973-75 წლებში გაიარა ჯერ კლინიკური ორდინატურა, ხოლო შემდეგ თსსუ ასპირანტურა ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის პროფილით. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ქ. მოსკოვი) და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. 1998 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1982-94 წლებში მუშაობდა ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილებაში, ხოლო 1994 წლიდან დღემდე მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 2006 წლიდან თსსუ ჰემატოლოგიური დეპარტამენტის პროფესორია.

მას გავლილი აქვს ხანგრძლივი სტაჟირება გერმანიაში, ქ. ფრანქფურტის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ქ. ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ტრეინინგზე იმყოფებოდა 2008 წელს ქ. პადოვის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ასმათ შენგელაია არის საქართველოს პედიატრ ჰემატოლოგთა და ონკო-ჰემატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული აკადემიის ექსპერტი ონკო-ჰემატოლოგიის დარგში.

ა. შენგელაია არის 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 3 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, 3 ნაციონალური გაიდლაინის ავტორი, 2 საერთაშორისო გრანტისა, და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის მფლობელი (2012 წელი), 2 მონოგრაფიის ავტორი - „არაჰოჯკინის ლიმფომები ბავშვთა ასაკში“ (2010 წელი); „მწვავე ლეიკემიები ბავშვთა ასაკში“ (2018 წელი).

ასმათ შენგელაია არის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი (2012 წელი), 2017 წელს დაჯილდოვდა გაერო-ს საპატიო სიგელით მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.