17 August, 2020

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მალის მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობა ჩატარდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მალის მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობა ჩატარდა
32 წლის პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. ინციდენტის შედეგად ქალი მე-2 სართულიდან ჩამოვარდა და ზურგის არეში ძლიერ ტკივილს უჩიოდა. წელის მალების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ წელისპირველი მალის კომპრესიული მოტეხილობა გამოავლინა.  

აღსანიშნავია, რომ მალების მოტეხილობა ხერხემლის ტრავმების ერთ-ერთი სახეა, რომლის ხარჯზეც არასტაბილური ხერხემალი ვითარდება და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა ჭანჭიკებითა და ღეროებით ხერხემლის ტრანსპედიკულური ფიქსაციის(TH12-L3) ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. პროცედურა პედიკულაში ჭანჭიკების ჩასმას და ხერხემლის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ქირურგიული მანიპულაციისას სულ 6 ჭანჭიკი იქნა გამოყენებული.

ოპერაცია ნეიროქირურგებმა, ზვიად მალაზონიამ და თორნიკე კლდიაშვილმა ჩაატარეს. ქირურგიულმა მკურნალობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პაციენტი ბინაზე ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე გაეწერა.