
ზუგდიდის ჰოსპიტალში მძლავრი, 24 საათიანი სამეანო-გინეკოლოგიური სერვისი მოქმედებს. კლინიკა პაციენტებს, საერთაშორისო პროტოკოლების გათვალისწინებით, მე-2 დონის სამშობიარო მომსახურებას სთავაზობს, რაც მოიცავს:
- ორსულობის დაგეგმვას;
- სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო 8 ვიზიტს ორსულთა მონიტორინგისთვის;
- ანტენატალურ (მშობიარობამდე პერიოდი), ინტრანატალურსა (მშობიარობა) და პოსტნატალურ (მშობიაობის შემდგომ) მეთვალყურეობას;
- 32 კვირის შემდეგ მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის მართვას;
- ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მშობიარობების მართვას;
- გეგმიურსა თუ სასწრაფო საკეისრო კვეთას;
- საშარდე გზების ინფექციების მართვასა და ა.შ
მაღალკვალიფიციურსა და ურგენტულ მომსახურებას უზრუნველყოფს ჰოსპიტლის მულტიპროფილური ექიმების გუნდი და გამართული ქირურგიული თუ რეანიმაციული სამსახური.
გინეკოლოგიური სამსახური კი ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მართვას გვთავაზობს.
განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა:
- საშვილოსნოს ყველა სახის ლეიომიომა;
- ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია;
- ენდომეტრიუმის პოლიპები;
- საკვერცხის კისტა;
- ადენომიოზი და ენდომეტრიოზი და ა.შ
ხოლო დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, კერძოდ:
- ულტრასონოგრაფია;
- კოლპოსკოპია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
ჰოსპიტალში მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. ამასთან, აღსანიშნავია მძლავრი ქირურგიული სამსახური, სადაც სრულდება ნებისმიერი სირთულის ღია თუ ლაპარასკოპიული ოპერაციული მკურნალობა.
ზუგდიდის ჰოსპიტლის სამეანო-გინეკოლოგიური გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით, რომელთაც მეან-გინეკოლოგი, სერგო ფიფია ხელმძღვანელობს. ის ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ეცნობა და ნერგავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.