
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიის განყოფილება ნებისმიერი ასაკის პაციენტს გეგმიური და გადაუდებელი პათოლოგიების თანამედროვე ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობს. დეპარტამენტში ხორციელდება:
- მუცლის ღრუს ორგანოების გეგმიური და გადაუდებელი პათოლოგიების: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაავადებების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქირურგიული მკურნალობა;
- მუცლის ღრუს ორგანოების გადაუდებელი ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა, მაგ., სიმსივნური გაუვალობა;
- სისხლძარღვოვანი დაავადებების: ათეროსკლეროზული და დიაბეტური განგრენა - ოპერაციული მკურნალობა;
- ტრავმული დაზიანებების მკურნალობა;
- გადაუდებელი უროლოგიური და თორაკალური ქირურგია.
სადიაგნოსტიკოდ კლინიკაში გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები და ისეთი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
- რენტგენოგრაფია;
- ულტრასონოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
ზოგადი ქირურგიის სამსახურში მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. განყოფილებაში წარმატებით გამოიყენება მინი ინვაზიური და უსისხლო მკურნალობის მეთოდი - ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა).
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით, რომელსაც მედიცინის დოქტორი და სფეროში 42 წლიანი გამოცდილების მქონე ზოგადი ქირურგი, გურამ ძამუნაშვილი ხელმძღვანელობს.