31 March, 2023

ყელისა და ცხვირის ღრუს პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

ყელისა და ცხვირის ღრუს პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიული სამსახური პაციენტებს ყელისა და ცხვირის ღრუს პათოლოგიების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ ოპერაციულ მკურნალობას სთავაზობს.

განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი სახის ქირურგიული მკურნალობა:

  • ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლების ანთება) დროს ტონზილექტომია. ოპერაცია ტარდება რამდენიმე მეთოდით: 1. რადიოტალღური (ნაკლებად სისხლიანი და დამზოგველი მეთოდი); 2. ლაზერის გამოყენებით; 3. კობლაციის მეთოდით - წარმოადგენს  თანამედროვე მიდგომას, რომლის დროსაც ოპერაცია ხორციელდება ცივი პლაზმის გამოყენებით. კობლაცია რიგი უპირატესობებით სარგებლობს, პირველ რიგში, იგი წარმოადგენს უსისხლო ოპერაციას, ხოლო, პოსტოპერაციული ტკივილი და სისხლდენის განვითარების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი;
  • სეპტოპლასტიკა  - ცხვირის ძგიდის პლასტიკური აღდგენა;
  • ტურბინოპლასტიკა - ტარდება ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიის (ზომისა და მოცულობის მატება) დროს, ლაზერით და ლაზერის გარეშე;
  • პოლიპოტომია - პოლიპების ამოკვეთა როგორც ენდოსკოპიურად, ისე ღია წესით;
  • ჰაიმოროტომია - ტარდება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების დროს, როგორც ენდოსკოპიური მეთოდით, ისე ღია წესით;
  • რინოპლასტიკა - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით. ოპერაციულ მკურნალობას კი ოტორინოლარინგოლოგი, ლევან ხაჟალია ახორციელებს.