
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულება რეგიონში, რომელიც პაციენტებს სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა ყბა-სახის ქირურგია, რომელიც ითვალისწინებსყბა-სახის მიდამოს ყველა ტიპის პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და ოპერაციულ მკურნალობას ურგენტულ თუ გეგმიურ რეჟიმში.
აღნიშნული მიმართულებით ხელმისაწვდომია ყბა-სახის ქირურგია, პირის ღრუს ქირურგია და დენტალური იმპლანტოლოგია. ოპერაციები ტარდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული საერთაშორისო სტანდარტებით. უფრო დეტალურად, ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
O ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები (ოდონტოგენური და არაოდონტოგენური);
O კბილების ამოჭრის დარღვევები;
O რბილ და მაგარ ქსოვილთა ტრავმული დაზიანებები (სახის ძვლების მოტეხილობები);
O პირის ღრუსა და ყბა-სახის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები;
O ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი კისტები და ხვრელარხები
O საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები;
O სანერწყვე ჯირკვლებისა და ნერვების დაავადებები და დაზიანებები;
O რბილ და მაგარქსოვილოვანი დეფექტების აღდგენით-რეკონსტრუქციული ქირურგია;
O ძვლოვანი აუგმენტაცია;
O დენტალური იმპლანტაცია;
სერვისი კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი როგორც ბავშვებისთვის, ასევე - მოზრდილებისთვის. შესაძლებელია ექიმთან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა ნომერზე - 032 2 600 600
მის: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის N83ა