
ბავშვებში საშარდე სისტემის დაავადებები არც თუ ისე იშვიათია. მშობლებისთვის ცნობილია შარდის შეუკავებლობის ეპიზოდები, რაც პატარა ასაკში ხშირად ფიქსირდება. ასევე, გავრცელებულია ხშირი შარდვა, შარდვის გადაუდებელი მოთხოვნილება, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები და ა.შ.
რა სახის დისფუნქციასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა დაიგეგმოს მკურნალობის გზა? - გადაწყვეტილება მიიღება უროდინამიკური კვლევის საფუძველზე, რომელიც უალტერნატივო მეთოდს წარმოადგენს. საუბარია შარდის ნაკადის განსაზღვრის დიაგნოსტიკურ პროცედურაზე სახელწოდებით უროფლოუმეტრია, რომელიც შარდვისაქტის შეფასების საშუალებას იძლევა.
უფრო კონკრეტულად,განისაზღვრება შარდისმოცულობა, შარდისნაკადისსიჩქარე, ბუშტის ფუნქცია, მოშარდვისხანგრძლივობადაქვედასაშარდეგზების ფუნქციურიმდგომარეობა. ასევე, მენჯის კუნთების აქტივაცია, შარდის ბუშტისა და სფინქტერის სინერგიულ მუშაობა, შარდის გამოყოფის პროცესი.
უროდინამიკური კვლევა მიზანშეწონილია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ნებისმიერი სახის დისფუნქციური შარდვა, ღამის ენურეზი, ყველა ფორმის ჰიპოსპადია, ეპისპადია, მორეციდივე საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტის ექსტროფია და სხვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კვლევა რეკომენდებულია ცენტრალური ნერვული სისტემისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემთხვევებშიც.
სრულფასოვანი გამოკვლევის შედეგად დასმული სწორი დიაგნოზი კი იძლევა შესაძლებლობას, დაიგეგმოს დროული და თანმიმდევრული მკურნალობა საუკეთესო შედეგისთვის.