21 October, 2022

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე

ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანი დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. ქალბატონებმა უნდა იცოდნენ, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არ არის და დროული სკრინინგისა და მკურნალობის მეშვეობით შესაძლებელია მისი დამარცხება. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი აქტიურადაა ჩართული ძუძუს კიბოს წინააღმდეგ არსებულ კამპანიაში და სკრინინგის ფარგლებში პაციენტებს სთავაზობს:

  • მამოლოგის უფასო კონსულტაციას;
  • უფასო ულტრასონოგრაფიულსა და მამოგრაფიულ (გადამისამართებით) კვლევას 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში - ბიოფსიას.

გარდა ამისა, ქალბატონების ინფორმირებულობისთვის კლინიკაში ხორციელდება საინფორმაციო შეხვედრები,  რომელსაც კლინიკური ონკოლოგი, მაკა სახელაშვილი ხელმძღვანელობს. ამასთან, ჰოსპიტლის გუნდი ხშირად დადის ახლომდებარე სოფლებში და აწვდის ინფორმაციას მათ, ვინც ვერ ახერხებს შეხვედრაზე დასწრებას.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში არაერთი პაციენტი ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

იზრუნე სიცოცხლეზე, გაიარე სკრინინგი!