21 October, 2022

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ჩართულია ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კამპანიაში, რომლის მიზანი დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში კლინიკა 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს სთავაზობს უფასო სკრინინგს, რაც მოიცავს:

  • მამოლოგის უფასო კონსულტაციას;
  • მამოგრაფიასა და სარძევე ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ კვლევას.


ჰოსპიტალმა პაციენტებს ოქტომბრის თვის დასაწყისში შესთავაზა უფასო აქცია, რომელიც გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სკრინინგული ტესტებისა, მოიცავს გინეკოლოგის კონსულტაციასა და გინეკოლოგიურ ექოსკოპიას. აქციის განმეორებით ჩატარება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ახლო მომავალში იგეგმება, ონკოლოგ, ელენე კობიაშვილის ხელმძღვანელობით.

სკრინინგ პროგრამის მიზანი დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაა. ძუძუს კიბო განაჩენი არ არის ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა საშუალებას გვაძლევს მალე დავამარცხოთ სიმსივნური პროცესი და ვიცხოვროთ ჩვეული რიტმით.