08 July, 2022

უროლოგიური სამსახური ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

უროლოგიური სამსახური ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის უროლოგიური სამსახური მამაკაცის შარდ-სასქესო და ქალის საშარდე სისტემის პათოლოგიების დიაგნოსტიკასა დამართვას გვთავაზობს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია (კონტრასტით და კონტრასტის გარეშე);
  • ულტრასონოგრაფია;
  • რენტგენოგრაფია (კონტრასტით და კონტრასტის გარეშე) და ა.შ

განყოფილებაში ხორციელდება შარდ-სასქესო სისტემის შემდეგი პათოლოგიების მართვა:

  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერპლაზია (ადენომა);
  • თირკმლის, შარდის ბუშტისა და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები (უროლოგიური სიმსივნეები);
  • შარდ-კენჭოვანი დაავადებები;
  • ერექციული დისფუნქცია და ა.შ.

რაც შეეხება მკურნალობას, უროლოგიურ სამსახურში გარდა ღია წესით მიმდინარე ოპერაციებისა, ტარდება თანამედროვე, მინი ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა. მცირე ინვაზიურ ჩარევებს გააჩნიათ რიგი უპირატესობები. პირველ რიგში, მეთოდი ნაკლებად ტრავმულია, მოითხოვს ნაკლებ დროს და რაც მთავარია, ხანმოკლეა პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი.

ამ უკანასკნელის მიმართულებით (მინი ინვაზიური ოპერაცია) ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი ოპერაციები:

  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ტრანსურეთრული რეზექცია (ენდოსკოპიურად, გაჭრის გარეშე საშარდე სისტემიდან პროსტატის ამოღება);
  • შარდის ბუშტის ტრანსურეთრული რეზექცია;
  • ლაპარასკოპიული ოპერაციები თირკმელზე, შარდის ბუშტსა და წინამდებარე ჯირკვალზე;
  • შარდ-კენჭოვანი დაავადებების ლაპარასკოპიული მკურნალობა (ენდოსკოპიურად თირკმლის მენჯიდან კენჭის ამოღება);
  • თირკმლის სიმსივნისა და კისტის ლაპარასკოპიული რეზექცია (მოკვეთა);
  • პლასტიკური და რეკონსტრუქციული უროლოგიური ოპერაციები: შარდსადენის ან შარდსაწვეთის შევიწროების მოხსნა და რეკანალიზაცია (აღდგენა), პოსტოპერაციული რეკონსტრუქციული (აღდგენითი) ოპერაციები, ერექციული დისფუნქციის მკურნალობა (იმპლანტების ჩადგმა), შარდის სტრეს შეუკავებლობის დროს - შარდსადენის კუთხის  კორექცია ქალბატონებში (ბადის ჩაკერებით) ე.წ სლინგის ოპერაცია (TVT; TVT O)

განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდით, რომელიც ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ამასთან, პაციენტის მართვაში ჩართულია ჰოსპიტლის მულტიპროფილური ექიმების გუნდი.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უროლოგიურ ოპერაციებს ატარებენ მოწვეული ექიმები: უროლოგი/ონკოუროლოგი, ჯემალ ჯიქია და უროლოგი, გიორგი ჯიქია. ამასთან, ჰოსპიტალი გეგმავს 24 საათიანი უროლოგიური სამსახურის შექმნას.