
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილება მწვავე ან გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის დეპარტამენტში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:
- ბრონქოსკოპია;
- ციფრული რენტგენი;
- ულტრასონოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
განყოფილებაში, საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით, ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:
- შოკი;
- კომა;
- მძიმე სუნთქვითი უკმარისობა;
- პოსტოპერაციული ავადმყოფობები და ა.შ
ინტენსიური თერაპიის სამსახური აღჭურვილია რეანიმაციული ღონისძიებებისთვის საჭირო აპარატურით (მაგ., მართვითი სუნთქვის აპარატი, დეფიბრილატორი და ა.შ).
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმების გუნდით, რომელსაც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ლევან მებზევიშვილი ხელმძღვანელობს.