24 September, 2021

თავის მძიმე ტრავმის შემდეგ 24 წლის ბიჭი სრულად გამოჯანმრთელდა

თავის მძიმე ტრავმის შემდეგ 24 წლის ბიჭი სრულად გამოჯანმრთელდა
თავის ტრავმა, გამოწვეული თავში ხის მორის მოხვედრისგან, 24 წლის გიორგისთვის ლამის საბედისწერო აღმოჩნდა. ახალგაზრდა ბიჭმა იმდენად მძიმე დაზიანება მიიღო, რომ კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის მესტიის საავადმყოფოდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

პაციენტს ქალა-ტვინის ღია ტრავმა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის იმპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა და ჰემორაგიულ-კონტუზიური უბნები აღენიშნებოდა. ჰქონდა პოლიორგანული უკმარისობა და რესპირატირული მძიმე დისტრესი. პაციენტს მოტეხილი ძვლის ფრაგმენტების მოცილებისა და რეპოზიციის ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგების გუნდმა (ნეიროქირურგი იაგო ცერცვაძე; გიგა სულაბერიძე; ნეიროქირურგი ლაშა ძოწენიძე; ანესთეზიოლოგი მაია მაჩიტაძე) ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იხსნა. პაციენტი ბინაზე ხანგრძლივი რეანიმაციული მკურნალობის შემდეგ დეფიციტის გარეშე გაეწერა. ის სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობს.