
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი პაციენტებს ქვეყნის მასშტაბით არსებულ სრულ და მძლავრ კარდიოქირურგიულ მომსახურებას სთავაზობს. სერვისი მოიცავსკარდიოქირურგიული ოპერაციების სრულ სპექტრს 24-საათიან რეჟიმში.
კლინიკაში ხორციელდება ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტირება და ქირურგიული მკურნალობა, როგორიცაა:
- გულის სისხლძარღვების დაავადებები;
- გულის სარქვლების დაავადებები;
- კომბინირებული (სისხლძარღვებისა და სარქვლების) დაავადებები;
- გულის სიმსივნეები;
- აორტისა და მისი ტოტების დაზიანება და ა.შ
კარდიოქირურგიაში ოქროს სტანდარტის კვლევად კორონაროგრაფია მიიჩნევა, რომელიც გულის მკვებავი არტერიების დაზიანების ხარისხის 100 %-იანი მაჩვენებელია. გარდა ამისა, დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება:
- ექოკარდიოგრაფია , რომელიც განსაკუთრებით ღირებულია სარქვლოვანი დაავადებების დროს;
- ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (ულტრაბგერითი გადამწოდი თავსდება საყლაპავ მილში) -წარმოადგენს დამიზნებით, უფრო კონკრეტულსა და ღრმა ექოსკოპიური კვლევის მეთოდს;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- გულის დატვირთვის ტესტი და სხვა სტანდარტული კვლევები.
კარდიოქირურგიული სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. გუნდის ხელმძღვანელის, კარდიოქირურგი გიორგი კალანდაძის თქმით, მას და მის გუნდს მოღვაწეობის მანძილზე 2000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია აქვთ ჩატარებული. გარდა ამისა, განყოფილებას გააჩნია კრიტიკული სიტუაციების მართვის მდიდარი ინტელექტუალური და მატერიალური ბაზა, რომლის წყალობითაც კლინიკაში ისეთი პაციენტების ქირურგიული მკურნალობა განხორციელებულა, რომელთა გადარჩენის შანსიც მინიმალური იყო.
ჰოსპიტალში ხორციელდება ისეთი იშვიათი და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ოპერაციები, როგორიცაა:
- კორონარული არტერიების შუნტირება მომუშავე გულზე. ივ. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის კლინიკებთაგან, სადაც აღნიშნული ოპერაცია ტარდება. კორონარული არტერიების შუნტირება ჰოსპიტალში ხელოვნური სისხლის მიმოქცევითაც ხორციელდება (ხდება გულის გაჩერება ხელოვნურად, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებით), თუმცა, ამ უკანასკნელთან შედარებით, მომუშავე გულზე ოპერაცია ფიზიოლოგიურ პირობებში ხორციელდება და ნაკლებ რისკებთან ასოცირდება. შესაბამისად, ჰოსპიტალში კორონარული არტერიების შუნტირების 90 % მომუშავე გულზე ხორციელდება;
- გულის სარქვლის ოპერაცია, ახალი ხელოვნური სარქვლის იმპლანტაციით;
- გულის სარქვლის პლასტიკურ-აღდგენითი ოპერაცია;
- ოპერაციები აღმავალ აორტასა და მის ტოტებზე;
ყურადსაღებია, რომ კარდიოქირურგიული სამსახური, გიორგი კალანდაძის თაოსნობით, გვთავაზობს ისეთ იშვიათ ქირურგიულ მკურნალობას, როგორიც არის „ოზაკის ოპერაცია“. აღნიშნული ოპერაცია ხორციელდება ვიწრო ჩვენებით, როცა აორტის სარქვლის გამოცვლა შეუძლებელია ხელოვნური სარქვლის იმპლანტაციით და მის მაგივრად პერიკარდიუმისგან (გულის გარეთა გარსი) შექმნილი სარქველი გამოიყენება.
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგიული სამსახური პაციენტებს თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით შემუშავებულ სრულ და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას სთავაზობს.