23 October, 2020

სრული ქირურგიული მომსახურება ერთ სივრცეში, მძლავრი აპარატურა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალი

სრული ქირურგიული მომსახურება ერთ სივრცეში,  მძლავრი აპარატურა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი მძლავრი მულტიპროფილური ჰოსპიტალია რეგიონში, რომელიც პაციენტებს სრულ ქირურგიულ მომსახურეობას სთავაზობს. კლინიკის წარმატებულ შედეგს  მაღალკვალიფიური ექიმების გუნდი განაპირობებს. ქირურგიულ დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზაზა ჩუბინიძე ხელმძღვანელობს, ჰოსპიტლის ქირურგიულ გუნდში თორაკოქირურგები, მედიცინის დოქტორი შოთა სამხარაძე   და აკაკი გვაზავა, პროქტოლოგი  ნატალია ბაბუხადია და უროლოგი მალხაზ გოგორელიანი ერთიანდებიან.

ჰოსპიტალში ტარდება გეგმიური და ურგენტული ოპერაციები როგორც ღია, ისე - ლაპარასკოპიული მეთოდით. ქირურგიული მანიპულაციები ზოგადი ქირურგიის, ონკოლოგიის, ენდოკრინილოგიის, პროქტოლოგიის, გულმკერდის ქირურგიისა და უროლოგიის მიმართულებებით ხორციელდება.

22 საწოლზე გაშლილი და ინფრასტრუქტურულად გამართული განყოფილება პაციენტებს მაქსიმალურად მყუდრო გარემოს სთავაზობს. განყოფილებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ოპერაციების განვითარებას, როგორიცაა:  სანაღვლე სადინრების რეკონსტუქციული ქირურგია, გასტრექტომია, ოპერაციები კუჭქვეშა ჯირვალზე, საყლაპავის პათოლოგიებზე, ღვიძლის პირველადი სიმსივნეების, მსხვილი და სწორი ნაწლავის ონკოლოგიური პათოლოგიების შემთხვევაში და ა.შ.

ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა კლინიკიდან გადმოყვანილი პაციენტების მართვა. შესაბამისად, რეგიონში რთული კლინიკური  შემთხვევების 80% სწორედ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ზოგად ქირურგიულ განყოფილებაში იმართება.