13 July, 2022

სრული კარდიოლოგიური სერვისი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

სრული კარდიოლოგიური სერვისი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონის მოსახლეობას მძლავრ კარდიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს, რაც აერთიანებს ინტერვენციულ კარდიოლოგიურ სერვისს, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდსა და თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობას. ამბულატორიული მიმართულებით, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება ლაბორატორიული კვლევები და ყველა სახის კარდიოლოგიური ინსტრუმენტული გამოკვლევა სრულყოფილი დიაგნოსტიკის მიზნით. მათ შორის ხელმისაწვდომია ექოკარდიოგრაფია, ნაყოფის ექოკარდიოგრაფია,  ელექტროკარდიოგრაფია, ტრანსეზოფაგური ელექტროკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტი (ე.კ.გ.), ამბულატორიული ე.კ.გ. მონიტორინგი, კორონარული ანგიოგრაფია და სხვა. სრულფასოვანია ასევე მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელსაც ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებით სთავაზობს პაციენტებს. სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება შემდეგი სახის კარდიოლოგიური მანიპულაციები:

  • გულის კათეტერიზაცია;
  • კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა;
  • სტენტირება;
  • დროებითი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია და სხვა.

მაღალკვალიფიციურია გუნდი, რომელიც სხვადასხვა სირთულის კარდიოლოგიურ პაციენტებს ემსახურება. მას ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, გიორგი ნიკოლაიშვილი, რომელიც პარალელურად გახლავთ „ევექსი ჰოსპიტლების“ სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი, ქსელის კარდიოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის უფროსი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება სტაციონარულ რეჟიმში ისეთი დაავადებების მართვა, როგორიცაა:

  • გულის იშემიური პათოლოგიები;
  • გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტი;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • ბრადიარითმები და ტაქიარითმები;
  • ფილტვის არტერიის ემბოლია და სხვა.
გარდა ამისა, ჰოსპიტალში ხორციელდება გულის სარქვლოვანი პათოლოგიების კონსერვატიული მკურნალობა.