
ჰოსპიტალს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს სამეგრელოს რეგიონისა და ასევე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობისთვის ურგენტული სერვისების დროულად უზრუნველყოფის კუთხით. ჰოსპიტალი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რეგიონიდან გაუსვლელად, კვირაში 7 დღე 24 საათიან რეჟიმში პაციენტებს აღმოუჩინოს დროული და სწორი სამედიცინო სერვისი. სწორედ ამ მიზნით ჰოსპიტალში მოქმედებს სრული კარდიოინტერვენციული სერვისი დაგულ-სისხლძარღვთა მწვავე პათოლოგიების მქონე პაციენტებსმნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სამედიცინო მომსახურების ხარისხს, რადგან მათ აღარ უწევთ რეგიონის დატოვება და სერვისის მიღება 24 საათიან რეჟიმში შეუძლიათ.
ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:
- ელექტროკარდიოგრამა;
- ექოკარდიოსკოპია;
- ჰოლტერის 24- საათიანი მონიტორირება;
- დატვირთვის სტრეს ტესტი;
- ინტერვენცია, რომელიც გადაუდებელ დიაგნოსტიკას გულისხმობს;
- კორონაროგრაფია;
- კორონარული ბალონირება;
- სტენტის იმპლანტაცია.
კარდიოინტერვენციული პროცედურა ჰოსპიტალში ამერიკული წარმოების General Electric ანგიოგრაფით ტარდება.
აღსანიშნავია, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტლის კარდიოინტერვენციული მიმართულების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილებადა 2000-ზე მეტი ჩატარებული მანიპულაცია.
ჰოსპიტლის კარდიოინტერვენციული მიმართულების მაღალკვალიფიციურ გუნდს კარდიოინტერვენციონისტი გიორგი ჩხეტია ხელმძღვანელობს.