
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მეან-გინეკოლოგია ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა, რაც მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, ამ მხრივ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს. სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტს, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, მეან-გინეკოლოგი ლალი ლომიძე ხელმძღვანელობს.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მეორე დონის სამშობიარო სახლი მოქმედებს და ის სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო რეგულაციით გათვალისწინებულ სამედიცინო თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. სამეანო და ნეონატალური მომსახურება გულისხმობს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ისეთი დონის რისკის მქონე ორსულებისა და მშობიარეების მართვას, როგორსაც მეორე დონის სამშობიარო ითვალისწინებს.
გინეკოლოგიური მიმართულებით ჰოსპიტალში მუდმივად არის ხელმისაწვდომი ქალთა კონსულტაცია, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და სრულფასოვანი ამბულატორიული მომსახურება. სტაციონარული მიმართულებით ხორციელდება როგორც კონსერვატიული მკურნალობა, ასევე ლაპარატომიული პროცედურები და ყველა სახის ვაგინალური ოპერაცია. მათ შორის:
- საშვილოსნოს გარე ორსულობა;
- საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია);
- საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა/მიომექტომია;
- კისტექტომია;
- საშვილოსნოს ანთებითი პროცესები;
- საშვილოსნოს ჰისტერექტომია და სხვა.