02 July, 2020

სიმსივნისგან განკურნებული კიდევ ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკაში

სიმსივნისგან განკურნებული კიდევ ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკაში
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 11 თვის ჩვილი მომატებული ქალასშიდა წნევის სიმპტომებით შეიყვანეს. მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ გამოავლინა თავის ტვინის - მეოთხე პარკუჭის, ტვინის ღეროს მიდამოში დიდი ზომის სიმსივნე, ოკლუზიური ჰიდროცეფალია.

პაციენტის მცირე ასაკის, სისხლდენის რისკებისა და დიდი ზომის სიმსივნის მიუხედავად, ექიმებმა ჩვილის სიცოცხლის გადასარჩენად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ნეიროქირურგების გუნდმა ვლადიმერ წიქარიშვილის ხელმძღვანელობით ოპერაციის წარმატებით დასრულება შეძლეს.

დამაკმაყოფილებელი იყო პოსტოპერაციული პერიოდიც. პაციენტი ბინაზე უკვე გაეწერა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.