31 May, 2022

სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი

სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი

მსოფლიოში ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, შესაბამისად მაღალია დაავადების სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკაა. სწორედ ამიტომ, კავკასიის მედიცინის ცენტრი, გახსნის დღიდან, აქტიურადაა ჩართული ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და პაციენტებს დაავადების პრევენციის ოპტიმალურ გზას სთავაზობს.  

ჰოსპიტალში სარძევე ჯირკვლის  სკრინინგი მიმდინარეობს 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებში. უფასო სკრინინგ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:

  • რენტგენომამოგრაფიაულტრათანამედროვე აპარატით;
  • მამოლოგის კონსულტაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ძუძუს ბიოფსია.

სკრინინგის პროგრამა მოიაზრებს ჯანმრთელი, ჩივილების არმქონე პოპულაციის კვლევას. მისი მიზანი, დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაა, რაც შემდგომში პრაქტიკულად 100%-იანი განკურნების საწინდარია. დადგენილია, რომ სკრინინგ პროგრამაში მოსახლეობის 70%-ის ჩართულობა ძუძუს კიბოთი გამოწვეულ ლეტალობას 30 %-ით ამცირებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი მედიცინის აკადემიური დოქტორი, რადიოლოგი, ეკატერინე შველიძეა.