16 November, 2021

სამედიცინო ფიზიკოსის როლი რადიაციულ ონკოლოგიაში

სამედიცინო ფიზიკოსის როლი რადიაციულ ონკოლოგიაში

სამედიცინო ფიზიკა წარმოადგენს საგანს, რომელიც შეისწავლის მედიცინაში ფიზიკის გამოყენების საკითხებს. შესაბამისად მისი როლი საკმაოდ დიდია, როდესაც   საქმე გვაქვს რადიაციასთან და ზოგადად სამედიცინო სფეროში მაიონიზირებელ გამოსხივებასთან. სამედიცინო ფიზიკოსს, ისევე როგორც ექიმს შეუცვლელი პოზიცია უკავია მედიცინაში. მის მოვალეობებში შედის განყოფილებაში რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და  ექიმის მიერ პაციენტთა სამკურნალოდ განსაზღვრულ, სხეულის შესაბამის ლოკაციაზე მაღალი სიზუსტით რადიაციული დოზის მიღება.

 ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასხივება ხორციელდება სამედიცინო წრფივი ამაჩქარებლის მეშვეობით. ის აჩქარებს ელექტრონებს, რომლთა ენერგიაც არის  რამოდენიმე ერთეული მეგა ელექტრონული ვოლტის რიგის დიაპაზონში, სწორედ მათ და მათი დამუხრუჭების შედეგად წარმოქმნილ ფოტონებს იყენებენ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

სამედიცინო ფიზიკოს ევალება:

  • რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: პერსონალის ინდივიდუალური დოზიმეტრია სპეციალური პერსონალური დოზიმეტრების გამოყენებით და სხივურ დეპატამენტში რადიაციული ფონის მონიტორინგი.
  • გეგმის შექმნა სპეციალურად შექმნილ დაგეგმარების სისტემაში, რომელიც შექმნილია ამაჩქარებლის მწარმოებლის მიერ.
  • რამოდენიმე ტიპის დოზიმეტრია: პაციენტის გეგმის ხარისხის კონტროლი-დოზიმეტრია.  ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური დოზიმეტრიები. ამაჩქარებლის დინამიური გეომეტრიული სიდიდეების შემოწმება და ასევე კომპიუტერული ტომოგრაფის ხარისხის კონტროლი, რომლის რადიოგრაფული სურათის ფიზიკური მახასიათებლები უზრუნველყოფს დაგეგმარების სისტემაში დოზის დათვლის სიზუსტეს.