
- როგორ უნდა ვიკვებოთ რომ არ დავაზიანოთ კუჭ-ნაწლავის სისტემა?
ვიკვებოთ მცირე ულუფებით დღეში 4-5ჯერ
ძილისწინ ბოლო კვების მიღება უნდა იყოს 2-3 სთ ადრე
არ მივირთვათ ხშირად ფასტფუდი, შებოლილი, ცომიანი, შემწვარი ან ძალიან მწარე საკვები, ტკბილი გაზიანი სასმელები
დღის განმავლობაში მივიღოთ 2 ლ წყალი
ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ წვნიანი, ფაფები..
- როდის უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს?
თუ გაქვთ დილაობით ცუდი გემო პირის ღრუში, გულისრევის შეგრძნება;
ტკივილი კუჭის არეში რომელიც არის უზმოდ ან ჭამის შემდეგ;
შებერილობა, ბოყინი;
მოუწესრიგებელი კუჭის მოწმედება.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ტკივილი?
ყოველდღიური არასწორი, არაბალანსირებული კვების რაციონი;
ჰელიკობაქტერ პილორის არსებობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში;
ალკოჰოლური სასმელების, სიგარეტის ჭარბი მოხმარება;
სტრესული სიტუაცია , განსაზღვრული კატეგორიის წამლების უკონტროლო მიღება;