
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის რადიოლოგიური სამსახური პაციენტებსყოველ დღიუე რეჟიმში 24 საათიან მძლავრ რადიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მოიცავს: რენტგენოლოგიურ, ულტრასონოგრაფიულსა და კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევებს.
ულტრაბგერითი კვლევის პაკეტი მოიცავს:
- მუცლის ღრუს ორგანოების: ჰეპატოპანკრეატობილიარული (ღვიძლი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი) სისტემის ულტრაბგერით კვლევას;
- თირკმლების, თირკმელზედა ჯირკვლების, მენჯის ორგანოებისა და შარდის ბუშტის კვლევებს;
- გინეკოლოგიურ ულტრაბგერით კვლევას;
- გულმკერდის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლისა და რბილი ქსოვილების კვლევებს;
- ექოკარდიოგრაფიას;
- სისხლძარღვთა დოპლეროგრაფიას.
რენტგენის კაბინეტში ხორციელდება გულმკერდის, მუცლის ღრუსა და ძვლოვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევები:
- საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავთა კონტრასტული კვლევა;
- ირიგოგრაფია - მსხვილი ნაწლავის კონტრასტული კვლევა;
- ურეთრო-ცისტოგრაფია - შარდის ბუშტისა და შარდსადენის კონტრასტული კვლევა;
- ფისტულოგრაფია - სასახსრე ან ძვლოვან ქსოვილებში ფისტულების (არხი) არსებობის განსაზღვრა.
კლინიკაში ტარდება თავის ტვინის, კისრის, ექსტრაკრანიალური და ინტრაკრანიალური სისხლძარღვების, გულმკერდისა და მუცლის ღრუს, კიდურებისა და ძვალ-კუნთოვანი აპარატის კომპიუტერული ტომოგრაფია. აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ოქროს სტანდარტის კვლევას სიმსივნური პროცესებისა და თრომბოემბოლიის დიაგნოსტიკისათვის.
ჩვენს რადიოლოგიურ სამსახურში ხორციელდება ახალწარმონაქმნთა ბიოფსიები ექოსკოპიური და კტ კონტროლით.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის რადიოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გუნდით, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს. განყოფილების ხელმძღვანელი კი რადიოლოგი, ალექსი ზვიადაძეა.