15 June, 2021

რადიაციული თერაპიის მნიშვნელობა სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობის პროცესში - კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის თანამედროვე და უსაფრთხო მიდგომები.

რადიაციული თერაპიის  მნიშვნელობა სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობის პროცესში - კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის თანამედროვე და უსაფრთხო მიდგომები.

რადიაციული თერაპია გულისხმობს სხვადასხვა ტიპის რადიაციის უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას ავთვისებიანი და ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ. რადიაციული თერაპიის შედეგად სიმსივნური უჯრედები კარგავენ ზრდისა და გავრცელების უნარს. პროცედურისას რადიაცია ზემოქმედებს მიმდებარე ჯანმრთელ  უჯრედებზეც, მაგრამ განსხვავებით სიმსივნური უჯრედებისგან, მათ რეგენერაციის უნარი გააჩნიათ და შეუძლიათ განახლება, ნორმალური ფუნქციის აღდგენა. რადიაციული თერაპიის გეგმის შედგენა რადიაციული ონკოლოგის მიერ ხდება, რათა რადიაციის საჭირო დოზა მიეწოდოს სიმსივნურ წარმონაქმნს და მაქსიმალურად იქნას დაცული მიმდებარე საღი ქსოვილები.

რადიაციული თერაპიის მიზანს წარმოადგენს:

  • ავთვისებიანი სიმსივნური პროცესისაგან განკურნება - ასეთი ტიპის ჩარევას რადიკალური მკურნალობა ეწოდება;
  • მზარდი სიმსივნური წარმონაქმნისაგან გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქება და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა - ასეთი ტიპის ჩარევას პალიატიური მკურნალობა ეწოდება.


რადიაციული თერაპია გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე მკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში (ქირურგია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია). მას გააჩნია კონკრეტული ჩვენებები და შეუძლებელია მისი შედარება მკურნალობის რომელიმე სხვა მეთოდთან.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში პაციენტებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ ინოვაციური სამედიცინო მომსახურებით, რაც მკურნალობის პროცესში ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს (კლინიკური ბორდი) უშუალო ჩართულობას გულისხმობს. ექსპერტთა საბჭო ქართველ ექიმებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. კლინიკის ექიმების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ექსპერტთა საბჭოსთან  მთავარი წინაპირობაა, რომ შემუშავებულ იქნას მკურნალობის სწორი ტაქტიკა ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის. ონკოლოგია/ჰემატოლოგიის კლინიკური ბორდი სამედიცინო სერვისის ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმია, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან იქნას არიდებული ყველა შესაძლო სუბიექტური, თუ ობიექტური შეცდომა. თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ყველა ექიმს გადამზადების კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში - North-western Memorial Hospital-სა და Freeport Memorial Hospital-ში აქვს გავლილი. მუდმივად არიან ჩართულნი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ ორგანიზა-ციებთან, როგორიცაა: ASTRO, ACRO, ASCO, ESTRO, ESMO, ESO და აშ.  თითოეული პაციენტის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო კონსულტანტებს - კრისტინა კილს, ზაზა უჯმაჯურიძეს, გოჩა ხელაშვილსა და ალექსი ბაიდოშვილს.


რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებასა და მკურნალობის ხარისხს ექცევა.  მას შემდეგ, რაც რადიაციული თერაპიის გუნდი გადაწყვეტს, რომ სამკურნალო გეგმა აკმაყოფილებს ყველა საჭირო კრიტერიუმს, იწყება ხარისხის კონტროლი.  პაციენტის სამკურნალო გეგმა გადის სრულ დოზიმეტრულ შემოწმებას სპეციალური გამზომი ხელსაწყოებისა და უშალოდ რადიაციული თერაპიის აპარატის – ხაზოვანი ამაჩქარებლის საშუალებით. სამედიცინო ფიზიკოსი უზრუნველყოფს სამედიცინო ამაჩქარებლის მუშაობის  სიზუსტეს და პაციენტისთვის განკუთვნილი დასხივების დოზის კორექტულობას. მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის კონტროლის დასრულების შემდეგ იწყებს პაციენტი მკურნალობას.


რადიაციული ონკოლოგი, დოზიმეტრისტი და სამედიცინო ფიზიკოსი ერთობლივად განიხილავენ ხდება თუ არა კონკრეტული გეგმის ყოველდღიურად განხორციელება რადიაციული ტექნიკოსის მიერ მისაღები სიზუსტით. რადიაციული თერაპიის გუნდი მჭიდროდ ურთიერთთანამშრომლობს იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს უსაფრთხო და ხარისხიანი მკურნალობა.

 

2020 წლის სექტემბრიდან ყველა იმ პაციენტს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით, რადიაციული თერაპიის კურსი სრულად უფინანსდება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.