
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის რადიოლოგიური სამსახური აერთიანებს სამ მიმართულებას: მაღალტექნოლოგიური კვლევები, ულტრაბგერა და რენტგენი.
მაღალტექნოლოგიური კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, უპირატესობა არის: ტრავმული დაზიანების დეტალური შეფასება, გულმკერდის ღრუ ორგანოების დეტალური შეფასება, ასევე გამოკვლევის სისწრაფე და გამოსახულების 3D რეკონსტრუქცია. კტ კვლევა გულისხმობს მაინიზებელ რადიაციას და გამოიყენება რენტგენის სხივი, თუმცა დასხივების დოზა დაშვებულ რაოდენობას არ აღემატება.
მაღალტექნოლოგიური კვლევის კიდევ ერთი მეთოდია მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. მრტ კვლევა არის არამაინიზებელი, შესაბამისად, პაციენტი არ სხივდება, თუმცა საჭიროებს გამოკვევისთვის ხანგრძლივ დროს, სულ მცირე 20 წუთს. მრტ კველვსი ჩატარება შესაძლებელია ორსულებიში მეორე ტრიმესტრიდან.
კომპიუტერულ ტომოგრაფიაში (კტ) შედის:
- მუცლის და მენჯის ღრუს კტ კვლევა
- აორტოგრაფია
- ზედა და ქვედა კიდურების ანგიოგრაფია
- თავის ტვინის კვლევა
- თავის და კისრის სისიხლძარღვების ანგიოგრაფია
- გულმკერდის ღრუს კვლევა
- ხერხემლის სვეტის კვლევა
მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ (მრტ) კვლევაში შედის:
- თავის ტვინის კვლევა ანგიორეჟიმში
- ხერხემლის სეგმენტების მრტ კვლევა
- მუცლის ღრუს ზედა და ქვედა სეგმენტების კვლევა
- მხრის, მტევნის, მუხლის, ტერფის, კოჭ-წვივის სახსრების კვლევა
- ბავშვთა ასაკში თავის ტვინის და ხერხემლის კვლევა ანესთეზიით
ულტრაბგერითი კვლევა კი ერთ-ერთი არაინვაზიური მეთოდია, რომელშიც გამოიყენება მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღები (ულტრაბგერა) შინაგანი ორგანოებისა და სხვა ქსოვილების გამოსახულების მისაღებად.
ულტრასონოგრაფია ხშირად გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- მუცლის ღრუს კვლევა
- გულის გამოკვლევა
- ნაღვლისა ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევა
- რეპროდუქციული ორგანოებს გამოკვლევა
- ორსულობა
- საშარდე გზების გამოკლევა
- პროსტატის ჯირკვლის კვლევა
- ფარისებრი ჯირკვლის კვლევა
რენტგენოლოგიურ კვლევებს მისი მეთოდები: რენტგენოსკოპია (გაშუქება) და რენტგენოგრაფია (გადაღება). რენტგენოლოგიური გამოკვლევა არის სწრაფი კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება რენტგენის X -სხივი.
რენტგენოსკოპია და რენტგენოგრაფია გამოიყენება სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემების კვლევისას:
- საყლაპავის;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის;
- მსხვილი ნაწლავის;
- საშარდე სისტემის;
- სანაღვლე გზების;
- ტრავმების;
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი პათოლოგიების;
- მენჯ-ბარძაყის დისპლაზიების;
- სქოლიოზების;
- ბრტყელტერფიანობის;
- გულ-მკერდის ღრუს;
- მუცლის ღრუს;
- თავის ქალის;
- თურქული კეხის;
- ცხვირ-ხახის;
- ცხვირის დანამატი წიაღების;