
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ორთოპედიული სამსახური, ბავშვებს და მოზრდილებს, 24 საათიან როგორც გეგმიურ სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ორთოპედიული პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ კლინიკაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა:
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- დოპლეროგრაფია;
- რენტგენოგრაფია;
- ულტრასონოგრაფია.
განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი სახის ორთოპედიული პათოლოგიების მართვა:
- ძვალ-სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები (მენჯ -ბარძაყის სახსრის დისპლაზია, სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა, ოსტეოქონდროპათიები და სხვ);
- ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიური დაავადებები (რბილი და ძვლოვანი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნები, ბეიკერის კისტა და ა.შ.).
სამსახურში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებით გათვალისწინებული როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრის ორთოპედიულ ოპერაციებს:
- ტერფისა და მტევნის დეფორმაციების ქირურგიული მკურნალობა;
- ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება (პირველადი და რევიზიული) - თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური იმპლანტებით;
- ჩარევები კუნთ-მყესოვან სეგმენტზე, მათ შორის: მყესების პლასტიკური დაგრძელება, მიო და ტენოგრაფია (გაგლეჯილი კუნთისა და მყესის აღდგენა);
- კოჭ-წვივისა და სხვა წვრილი თუ მსხვილი სახსრების ართროდეზი (სახსრის უძრაობაში მოყვანის ოპერაცია);
- Hallus valgus -ის ოპერაციული კორეგირება;
- პერიპროტეზული მოტეხილობების მართვა;
- პოსტოპერაციული ნარჩენი დეფორმაციების კორექცია.
ორთოპედიულ მიმართულებას, რომელსაც გერონტი არსენიძე და ზურაბ ჩხობაძე წარმოადგენენ, ექიმი - ორთოპედი შოთა ირემაძე ხელმძღვანელობს.