13 October, 2022

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ნევროლოგიური სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ნევროლოგიური სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ნევროლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, როგორც მწვავე ასევე ქრონიკული  ნევროლოგიური დაავადების სრულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.  

 

ამბულატორიული მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს:  

  • მოზრდილთა ნევროლოგის კონსულტაცია; 
  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია; 
  • ელექტროენცეფალოგრაფია 
  • ექსტრაკრანიალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფიული კვლევა; 
  • ლაბორატორიული მომსახურება. 

 

სტაციონარული სეგმენტი მოიცავს მწავედ განვითარებული ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მართვას, მათ შორის პირველ ადგილზეა ინსულტი, იშემიური თუ  ჰემორაგიული ტიპით.  

 

აღსანიშნავია, რომ ნევროლოგია ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა. ნევროლოგიის განყოფილებაში 2013 წელს დაარსდა ინსულტის მართვის ერთეული, დაინერგა და გაკეთდა საქართველოში პირველი წარმატებული სისტემური თრომბოლიზისი. 

აღნიშნული კუთხით კლინიკა დღესაც განაგრძობს აქტიურ ბრძოლას მწვავედ განვითარებული ინსულტის წინააღმდეგ. 

 

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ნევროლოგიურ სამსახურს, რომელსაც ექიმი ნევროლოგები - თეა ნამჩავაძე და თინათინ ჯიბლაძე წარმოადგენენ, ლიკა ყუბანეიშვილი ხელმძღვანელობს.