16 December, 2022

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ლაბორატორიული სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ლაბორატორიული სამსახური

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ლაბორატორიაამბულატორიულ და ჰოსპიტალურ პაციენტებს  24/7 მომსახურებას სთავაზობს.

 

ლაბორატორიის  მიზანია  პაციენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობის სწორად მართვის პროცესში ჩართვა და ხარისხიანი მომსახურება.

 

ლაბორატორია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სრულად ავტომატიზირებული სამედიცინო აპარატურით, რომლებიც ევროპის ქვეყნებშია აკრედიტირებული.

ლაბორატორია ჩართულია გარე ხარისხის კონტროლის სქემაში, რომელსაც უზრუნველყოფს კომპანია "Inter Compania''. შესაბამისად, წელიწადში ორჯერ ხდება ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების ხარისხის კონტროლი, რომლის შედეგები გერმანიაში იგზავნება და ლაბორატორიას ენიჭება მაღალი ხარისხის კვლევების დამადასტურებელ სერთიფიკატი.

 

პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ 24 საათიან რეჟიმში ჩაიტარონ კვლევები შემდეგი მიმართულებით:

  • კლინიკური ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი; შარდის საერთო ანალიზი, სპერმოგრამა და ა.შ.);
  • ბიოქიმიური კვლევები (გლუკოზის განსაზღვრა. ქოლესტერინის  განსაზღვრა, კრეატინინის განსაზღვრა...);
  • ჰემოსტაზი ( პროთრომბინი, კოაგულოგრამა, D-დიმერის განსაზღვრა ...);
  • იმუნოსეროლოგიური კვლევები (ტროპონინის განსაზღვრა,B  და C ჰეპატიტის ანტიგენისა და ანტისხეულების განსაზღვრა ...);
  • ბაქტერიოლოგიური კვლევები (სისხლის კულტივაცია; შარდის,განავლისა და ნაცხების ბაქტერიოლოგიური კვლევები).

ლაბორატორიულმი დეპარტამენტი, რომელსაც ანა კიკაბიძე ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია ექიმ-ლაბორანტებით:  ნატალია რუხაძე, ეკატერინე ჯინჭარაძე, ასმათი ოყრეშიძე, თეა კოპალეიშვილი, ნათია ჩხენკელი, ნინო დევიძე.