18 July, 2022

ქობულეთის ჰოსპიტლის მძლავრი სამეანო სამსახური

ქობულეთის ჰოსპიტლის მძლავრი სამეანო სამსახური

ქობულეთის ჰოსპიტლის სამეანო სამსახური პაციენტებს, საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით, მე-2 დონის პერინატალური სერვისით გათვალისწინებული ყველა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესისა (რომელიც მოიცავს ორსულობას, მშობიარობასა და ლოგინობის ხანას)და ნებისმიერი სირთულის გადაუდებელი მდგომარეობის მართვას სთავაზობს.

განყოფილებაში სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება შემდეგი გამოკვლევის მეთოდები:

  • ლაბორატორიული კვლევები;
  • ულტრაბგერითი კვლევები;
  • კარდიოტოკოგრაფია (ნაყოფის მდგომარეობის შეფასების მიზნით);
  • საჭიროების შემთხვევაში - კომპიუტერული ტომოგრაფია.

სამეანო სამსახურში ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული (უფასო) სრული ანტენატალური (ორსულობის მართვა მშობიარობამდე) მეთვალყურეობა.

გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, ჰოსპიტალი ერთ სივრცეში ამობილიზებს ადამიანურ რესურსსაც, რაც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მართვაში მულტიპროფილური გუნდის ჩართულობას გულისხმობს - ანესთეზიოლოგის, რეანიმატოლოგის, რადიოლოგის, ქირურგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ნეფროლოგისა და ნევროლოგის სახით. ამასთან, კლინიკაში ფუნქციონირებს სისხლის ბანკიც.

ქობულეთის ჰოსპიტლის სამენო სამსახურის მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობს მეან-გინეკოლოგი, გურამ ჩანტლაძე.