
ქობულეთის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სამსახური ნებისმიერი ასაკის პაციენტს კრიტიკული და გადაუდებელი პათოლოგიების მართვას სთავაზობს - 24/7 - ზე რეჟიმში. განყოფილებაში გამოკვლევისთვის გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო საშუალებები, როგორიცაა:
- რენტგენი;
- ულტრასონოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგიურ დეპარტამენტში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მართვა:
- გულისა და ფილტვის დეკომპენსაცია;
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;
- ჰიპოვოლემიური და ჰემორაგიული შოკი;
- სხვადასხვა სახის ანემიები და ა.შ
დეპარტამენტში ხორციელდება გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა.
ურგენტული ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:
- პერფორაციების (გამჭოლი დაზიანება) ოპერაციულ მკურნალობას;
- პერიტონიტის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის ანთება) მკურნალობას;
- თიაქრების მკურნალობას;
- აპენდიციტის მკურნალობას;
- გულის, ფილტვისა და თირკმლის შემავალი ჭრილობების ოპერაციულ მკურნალობას;
- სპლენექტომიას (ელენთის ამოკვეთა) და ა.შ
გეგმიური მიმართულებით განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი სახის ქირურგიული მკურნალობა:
- ჰემიკოლექტომია (მსხვილი ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა);
- კუჭის რეზექცია;
- თიაქრების ოპერაციული მკურნალობა;
- სპლენექტომია და ა.შ
ქობულეთის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგია - რეანიმაციის სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით, რომელსაც ბავშვთა და მოზრდილთა ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი, ამირან ხალვაში ხელმძღვანელობს.