
სწორი და მსხვილი ნაწლავის, პარარექტალური მიდამოსა და ანალური ხვრელის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტირება და მკურნალობა კიდევ ერთი მძლავრი სერვისია, რომელსაც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს. პროცესში ექიმი-პროქტოლოგი, ნატალია ბაბუხადია პაციენტის ჰოსპიტალში შემოსვლის დღიდან მის სრულ რეაბილიტაციამდეა ჩართული. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა მომიჯნავე სპეციალისტებთან (გასტროენტეროლოგი და სხვ.) ერთად ხორციელდება.
პროქტოლოგიური მიმართულებით ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია მაღალკვალიფიციური სპეციალისტის კოსნულტაცია, ფიზიკალური გასინჯვა თანამედროვე ინსტრუმენტული ტექნოლოგიების გამოყენებით, ლაბორატორიული კვლევები და კონსერვატიული თუ ქირურგიული მკურნალობა, რომელიც არსებულ დაავადებასა და მისი განვითარების ფორმებზეა დამოკიდებული.
პროქტოლოგიური პათოლოგიების, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების ადრეული გამოვლენა და სათანადო მკურნალობის დროული დაწყება სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების გარანტია. ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 2 55 55 00 და დაგეგმეთ ვიზიტი სპეციალისტთან. კონსულტაციები ტარდება ყოველ სამუშაო დღეს, 12:00-დან 15:00 საათამდე.