12 August, 2020

პაკეტი „მზრუნველი“ ჩვილებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის

პაკეტი „მზრუნველი“ ჩვილებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის
ჯანმრთელობის პერიოდული მონიტორინგი - ეს არის ცხოვრება გართულებების გარეშე და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რიგი პრობლემების თავიდან აცილებისა თუ დროულად მოგვარების კუთხით. სკრინინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. სწორედ ამიტომ არსებობს სპეციალური ვადები ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რომელსაც ამერიკის პედიატრიული აკადემია ადგენს და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სხვადასხვა პერიოდულობით განისაზღვრება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაზე.
ამერიკის პედიატრიული აკადემიის თანახმად, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციად ითვლება, ბავშვი აუცილებლად უნდა შემოწმდეს შემდეგ ვადებში: დაბადებიდან 2-დან 5 დღემდე, 1 თვის, 2 თვის, 4 თვის, 6 თვის, 9 თვისა და 12 თვის ასაკში. 1 წლამდე პერიოდს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამიტომ ამ ასაკში შეფასების სიხშირეც მეტია. ერთი წლის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში კი განსაზღვრულია 15 თვის, 18 თვის ასაკი, 2, 2,5, და 3 წელი. 3 წლიდან რეკომენდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი წელიწადში ერთხელ,“ - განმარტავს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

თსსუ-ს პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პედიატრთან ვიზიტს ბავშვზე ზედამხედველობის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს უწოდებს და განმარტავს, რა დადებითი შედეგი მოაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ შემოწმებას.

„ჩვენთან პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეთვალყურეობა ფუფუნებასთან არ არის დაკავშირებული, ვინაიდან სერვისი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია. ეს არის კულტურა, რომელიც ყველამ უნდა გამოიმუშავოს და, რაც მთავარია, ის მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს. თავისთავად, დამატებითი სპეციალისტის ჩარევის საჭიროებაზე გადაწყვეტილებას პედიატრი იღებს, თუმცა ყველა იმ რისკფაქტორის გამორიცხვა ან დროული გამოვლენა, რაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იჩენს თავს, სხვა, ვიწრო სპეციალისტების კონსულტირებითა და დამატებითი კვლევებითაა შესაძლებელი. მაგალითად, დიდი მნიშვნელობა აქვს კონსულტაციებს ნევროლოგთან, რადგან ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა მისი დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში გაცილებით ეფექტურია. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ მიმართულებაზე მედიცინაში,“- აცხადებს ივანე ჩხაიძე.
პაკეტი „მზრუნველი“ მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სიღრმისეულად და, რაც მთავარია, სიმბოლურ ფასად გამოიკვლიონ. სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოქმედებს 2 სქრინინგ პაკეტი: 0-დან 1 წლამდე ბავშვებისა და 1-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის. დეტალური ინფორმაცია შეთავაზებების შესახებ - იხილეთ აქ

„მზრუნველის“ შედგენისას გათვალისწინებული იქნა ექიმების გამოცდილება და ის მიმართულებები, სადაც სხვადასხვა სისტემის დაავადება ბევრად უფრო ხშირია და ადრეულ პრევენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამა თუ იმ დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენა წარმოადგენს სიმშვიდის საფუძველს მშობლებში.