13 february, 2023

ოტორინოლარინგოლოგიური სამსახური მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

ოტორინოლარინგოლოგიური სამსახური მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგიური სამსახური 0 - დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს - 24/7 - ზე რეჟიმში. განყოფილებაში გამოიყენება ისეთი სადიაგნოსტიკო მეთოდები, როგორიცაა:

  • ენდოსკოპიური კვლევა;
  • აუდიომეტრია;
  • ტიმპანომეტრია (შუა ყურის პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ).

ოტორინოლარინგოლოგიურ განყოფილებაში ხორციელდება ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების როგორც კონსერვატიული, ასევე შემდეგი სახის ქირურგიული მკურნალობა:

  • ტონზილექტომია დიოდის ლაზერით - ქრონიკული ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლების ანთების დროს);
  • პოლიპექტომია - ცხვირის პოლიპების ოპერაციული მოცილება;
  • სეპტოპლასტიკა - ცხვირის ძგიდის პლასტიკური აღდგენა;
  • ტურბინოპლასტიკა - ცხვირის ნიჟარების პლასტიკა;
  • ადენოტომია;
  • ენის ლაგამის კორექცია.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ოტორინოლარინგოლოგიურ სამსახურში ქირურგიულ მკურნალობას ახორციელებენ ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგები: გიორგი და ზებური ალიშანიძეები.