18 March, 2022

ორსულობით გამოწვეული სიხარული 11-წლიანი უშვილობის შემდეგ

ორსულობით გამოწვეული სიხარული 11-წლიანი უშვილობის შემდეგ
„11-წლიანი უშვილობის შემდეგ, ორი წითელი ხაზი ორსულობის ტესტზე წარმოუდგენლად დაუჯერებელი იყო...“

თალიკო ფუტკარაძე უშედეგოდ 2010 წლიდან მკურნალობდა. 9 წლის განმავლობაში მას ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია აღენიშნებოდა, ექიმები კი დაორსულების იმედს ვერ აძლევდნენ. საქმე უკვე პაციენტის ზოგად ჯანმრთელობასაც ეხებოდა.

იყო დაუსრულებელი გადამისამართება ქალაქიდან ქალაქში, ჰოსპიტლიდან ჰოსპიტალში... იხსენებს, რომ უშედეგო მკურნალობით დაღლილმა ბოლოს დანებება გადაწყვიტა, თუმცა ბოლოს მეან-გინეკოლოგ ივანე ფანცულაიასთან აღმოჩნდა, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც მისი ბედნიერი მომავალი გადაწყდა.

პაციენტის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დაისვა დიაგნოზი: საშვილოსნოს ტანის პოლიპი, რომლის მკურნალობაც ენდოსკოპიური ოპერაციით გადაწყდა. ივანე ფანცულაიამ ჩაატარა ჰისტეროსკოპია და ენდოსკოპიურიპოლიპექტომიაჰისტერო-რეზექტოსკოპის კონტროლით, რაც დაიზანებული ნაწილის ამოკვეთას გულისხმობს. ქირურგიული ჩარევა წარმატებით შესრულდა.

ოპერაციიდან სამ თვეში ნანატრი ორსულობა დადგა - თალიკო ფუტკარაძის შვილი დღეს უკვე 1 წლის არის. დედა-შვილი კი სრულიად ჯანმრთელია.