20 July, 2022

ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა ფოთის ჰოსპიტალში

ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა  ფოთის ჰოსპიტალში
ფოთის ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ნევროლოგიური სამსახური, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ამბულატორიული და სტაციონარული მიმართულებით აძლევს სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას. ამ მიმართულებით, ჰოსპიტალში მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმების გუნდი მუშაობს, რომელსაც ნევროლოგი მანანა ლომაძე ხელმძღვანელობს.

ამბულატორიული მიმართულებით ჰოსპიტალში ტარდება ყველა სახის ლაბორატორიული გამოკვლევა. რაც შეეხება ინსტრუმენტულ კვლევებს, ხელმისაწვდომია რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

ფოთის ჰოსპიტალში ისეთი ნევროლოგიური პათოლოგიების მკურნალობაა შესაძლებელი, როგორიც არის თავის ტკივილი, მოძრაობის დარღვევა, მეხსიერების პრობლემები, ეპილეფსიური ან არაეპილეფსიური გულყრები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, იშემიური ინსულტი თუ სხვა მწვავე დარღვევები. განსაკუთრებით ხშირი მომართვიანობა ფიქსირდება ე.წ. გარდამავალი ინსულტის შემთხვევებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტების რეფერირება ხორციელდება ევექსი ჰოსპიტლების ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებებში (რეგიონში ან მის ფარგლებს გარეთ).