
„ძალიან ცუდად ვგრძნონდი თავს, თითქოს საკუთარი თავი დავკარგე. ძალიან მინდოდა ჩვეულ ცხოვრებას, ჩვეულ მდგომარეობას დავბრუნებოდი...“
თენგიზ კიკნაველიძეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაესვა. ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა მძიმედ შეფასდა. ჰქონდა მწვავე ნევროლოგიური ჩივილები, მათ შორის ძლიერი თავბრუხვევა, გაორება, ძილიანობა, დეზორიენტაცია. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოკვლევამსუპრატენტორიული, კონტრასტირებადი კერები გამოავლინა. ჩატარდა დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებიც.
ნევროლოგების გუნდმა ეჭვი სპეციფიურ ინფექციასა და მწვავე დემიელინიზაციურ პროცესზე მიიტანა, რაც ცენტრალური ან პერიფერიული ნევრული სისტემის ბოჭკოებზე მიელინის დაშლით არის გამოწვეული.გამომდინარე იქიდან, რომ ნეიროინფექციას მაღალი სიკვდილობა ახასიათებს, ფთიზიატრსა და ნეიროინფექციონისტთან კონსულტირებით ნევროლოგებმა, პირველ რიგში, ანტიბაქტერიული თერაპიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა დაავადება პროგრესირებას განაგრძობდა.
დამატებითი გამოკვლევებისა და პაციენტის მდგომარეობის დაკვირვების საფუძველზე დაისვა იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი - მწვავე მადემიელინიზირებელი ენცეფალომიელიტი (ADEM). ნევროლოგიურიმდგომარეობამოიცავსანთებისმწვავეშეტევასცენტრალურნერვულსისტემაში.
Puls-ს თერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის ფონზე 53 წლის მამაკაცის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. შემცირდა არსებული დაზიანების კერები (აღარ კონტრასტირდება, არააქტიურია) და პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.