
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის განყოფილება პაციენტებს 24 საათით ხელმისაწვდომ სერვისს სთავაზობს. განყოფილებაში ტარდება როგორც გეგმიური, ასევე სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები.
გეგმიურ ოპერაციებს მიეკუთვნება:
სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები მოიცავს:
ოპერაციები, ნეიროქირურგიული მიკროსკოპისა და ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპის გამოყენებით, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ხორციელდება.
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გაგა ბეგიაშვილი ბლოგი.
გეგმიურ ოპერაციებს მიეკუთვნება:
- კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკის თიაქრის მიკროქირურგიული ამოკვეთა;
- წელის სეგმენტის მალთაშუა დისკის თიაქრის მიკროქირურგიული ამოკვეთა;
- სპინალური არხის სტენოზის (ღრუ ან მილოვანი ორგანოების დავიწროება, რაც აქვეითებს მათ განვლადობას) გამო, სპინალური არხისა და ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვების ფესვების დეკომპრესია;
- სპონდილოლისთეზის (ერთი მალის წინ გადაადგილება) დროს - ხერხემლის შიდა ფიქსაცია, სტაბილიზაცია;
- ხერხემლის მალების მოტეხილობის გამო, ხერხემლის სტაბილიზაცია, ფიქსაცია;
- ქალა-სარქვლის პოსტოპერაციული ძვლოვანი დეფექტის პლასტიკა - კრანიოპლასტიკა;
- თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა;
- ზურგის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა;
- ჰიდროცეფალიის (პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თავის ქალაში თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა მომატებულია) დროს - ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტირება;
- მალთაშუა დისკის პროთეზირება.
სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები მოიცავს:
- ჰემორაგიული ინსულტის დროს - სპონტანური ქალასშიდა ჰემატომის ევაკუაციას;
- ვენტრიკულოსტომიას;
- თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის - არტერიოვენოზური მალფორმაციის (თავის ტვინში ჩამოყალიბებული სისხლძარღვების გროვა, რომელიც აკავშირებს ტვინში არსებულ ვენებსა და არტერიებს) მიკროქირურგიულ გამოთიშვას;
- თავის ტვინის ანევრიზმის კლიპირებას;
- კისრის მალების მოტეხილობის დროს - მალების ფიქსაციას ფირფიტითა და ჭანჭიკებით;
- გულმკერდის მალების მოტეხილობის დროს - ტრანსპედიკულურ ფიქსაციას;
- წელის მალების მოტეხილობის დროს - ტრანსპედიკულურ ფიქსაციას;
- ზურგის ტვინის არხის დეკომპრესიას;
- თავის ტვინის ტრავმების დროს - დეკომპრესიულ კრანიოტომიას.
ოპერაციები, ნეიროქირურგიული მიკროსკოპისა და ინტრაოპერაციული რენტგენოსკოპის გამოყენებით, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ხორციელდება.
თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გაგა ბეგიაშვილი ბლოგი.